Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღე

დეკემბერი 26, 2012 / 10:49

28 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინო და მედიაკომუნიკაციის შემსწავლელი ცენტრი აღნიშნავს მსოფლიო კინოს საერთაშორისო დღეს და  უძღვნის ერთდღიან ფესტივალს.

ფესტივალი გაიმართება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ჭავჭავაძის გამზ. 32, დასაწყისი 13:30). ნაჩვენები იქნება ძმები ლუმიერების პირველი ფილმები: ჟორჟ მელიესის “მოგზაურობა მთვარეზე“, „ადამიანი ორკესტრი“, „ადამიანი რეზინის თავით“;მაქს ლინდერის „უიღბლობის შვიდი წელი“.ფესტივალს შესავალი სიტყვით გახსნის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე, პროფესორი ნინო მხეიძე.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 26, 2012
Time:
10:49
Event Category:
Event Tags: