სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია საბაზო-საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის
მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო მუნივერსიტეტის პროფესორი თამარ ტალიაშვილი
მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)
მასტერკლასის მოკლე აღწერა:
ინფორმაციული ინდუსტრის ეპოქაში სასწავლო პროცესში სწავლების ისეთი ფორმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა აჩვენებს ქართველი მოსწავლეების წიგნიერების საშუალოზე დაბალ დონეს სწავლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მასწავლებლები სათანადოდ ვერ ახდენენ რეფლექსიას კითხვისა და წერის სტრატეგიებზე, როგორც კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების ტექნოლოგიებზე .
პრობლემის გადაჭრის გზა ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის პროცესში, კონტექსტის კვლევა და გამოცდილების ანალიზია . აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია კრიტიკული აზროვნების თეორიის გაცნობიერების საფუძველზე, მასწავლებლებლების გამოცდილების გათვალისწინებით, დავგეგმოთ კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული კითხვის 3-ფაზიანი გაკვეთილი კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიების გამოყენებით.
საკითხების ჩამონათვალი:
[wpai_display_imported_files_here]