
24 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მოწვევით ილიაუნის სტუმრობს გერმანიის ფრიდრიხ ჰაიეკის საზოგადოების მეცნიერ-თანამშრომელი ფრედერიკ რედერი, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ლიბერალიზმი და ჯანდაცვა”.
ფრედერიკ რედერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია და წაიკითხავს ლექციებს ”ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის” სადოქტორო პროგრამის კურსზე ”სამედიცინო ორგანიზაციის მართვა, დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი”.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]