
29 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გიგა ზედანია გამართავს საჯარო ლექციას „უნივერსიტეტის ფილოსოფია“.
გამოცხადებული განათლების რეფორმის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გახსენება, რა იყო და არის უნივერსიტეტის იდეა და იდეალი. ევროპისა და მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად არსებული ინსტიტუცია თავის წიაღში ატარებს საზრისს, რომლის უგულებელყოფის შედეგადაც ზიანდება ცოდნის მოპოვებისა და გადაცემის პროცესი. ამ დაზიანების გამო კი მთლიანად საზოგადოებას ეზღუდება საკუთარი თავის გაუმჯობესების შანსი.
დრო: 29 ოქტომბერი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი, S კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 800, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025