29 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას.
ანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე, სინოლოგი.
ინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში, შრი ლანკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ცხოვრობს ქ. მიუნხენში. უკრავს რამდენიმე ბენდთან სხვადასხვა მიმართულებით. წლების განმავლობაში რუმინული ემბიენთ ჯგუფის “Thy Veils” მოწვეული წევრია, ასევე “Metachronic Rashomon” დისტანციური ტრიოს წევრი რეზო კიკნაძესა და ნიკა დავითაშვილთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია ესწრება ტაბლის დიდოსტატ პანდიტ სვაპან ჩაუდჰურის ყოველწლიურ სემინარებს ბაზელში. დროდადრო მართავს ვორკშოპებს ტაბლის შესახებ თბილისსა და მიუნხენში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 29 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი (შიდა ეზო), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.