Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია 2025

აგვისტო 8 / 18:00 - აგვისტო 31 / 19:00

26 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია.

საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

ილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ  სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების  საიუბილეო 20 წლის აღნიშვნას.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავენ ილიაუნის სიტყვის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები.

ოფიციალური ნაწილი სტუდენტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება.

წელს ცერემონიის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენს ილიაუნის სტუდენტური კაპელა.

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ინიციატივით ცერემონიაზე კურსდამთავრებულები შეძლებენ გაუგზავნონ წერილი საკუთარ თავს, რომელსაც 5 წლის შემდეგ პირად ელექტრონულ მისამართზე მიიღებენ. შეძლებენ ფოტოების გადაღებას, რომლებიც ამ წერილებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის გალერეაში გახდება ხელმისაწვდომი.

კურსდამთავრებულები შეძლებენ მონაწილეობას უნიპოდკასტში „თქვი, რომ გაიხსენო“, რომელშიც უნივერსიტეტთან დაკავშირებულ დასამახსოვრებელ ამბებს გაუზიარებენ მსმენელებს.

დრო: 26 ივლისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ვაკის პარკის მოპირდაპირედ)

 

Details

Start:
აგვისტო 8 / 18:00
End:
აგვისტო 31 / 19:00
Event Category: