
პოლონური დღეების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ვარშავის ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელს, პოლონური ეკონომიკური რეფორმების თანაავტორ იაცეკ შლახტას.
პროფ. შლახტა ჩაატარებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის.
ღონისძიებები გაიმართება 27 და 28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. 32).
[wpai_display_imported_files_here]