Loading Events

« All Events

  • This event has passed.

იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“

აპრილი 16, 2024 / 18:00 - 19:00

16 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის მეორე საჯარო მოხსენება „მგლის ქცევის ონტოგენეზი“.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, იასონ ბადრიძის სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას ეძღვნება. მისი ნაშრომები ეყრდნობა იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მეცნიერმა ველურ გარემოში მგლების ოჯახებზე დაკვირვებისას შეიძინა. იასონ ბადრიძეს ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათი აქვს გატარებული. მან შეისწავლა, როგორ ყალიბდება მგლის ქცევა და გონივრული მოქმედების უნარი.

სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება იასონ ბადრიძის მიერ გადაღებული მგლების, მათ შორის მისი გაზრდილი მგლის, გაის, ფოტოები.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 16 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.