Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“ – იაპონიის ელჩის, იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია

აპრილი 4, 2024 / 15:00

4 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი წაიკითხავს საჯარო ლექციას „იაპონური და ქართული კულტურის შედარებითი კვლევა“.

ლექცია მიეძღვნება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ პარალელებს, ახსნის როგორც იაპონიის უნიკალურ თავისებურებეს, ისე საერთო ღირებულებებს. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კვლევაზე დაყრდმობით დამსწრე საზოგადოება უფრო ღრმად შეიცნობს იმ კომპლექსურობისა და ნიუანსების შესახებ, რომლებიც ახასიათებს როგორც იაპონურ, ისევე ქართულ კულტურას.

მომხსენებელიდეტალურად ისაუბრებს შოთა რუსთაველის ეპოსის მსგავსებაზე იაპონურ კლასიკურ ლექსებთან და შეადარებს იაპონელ ისტორიულ მოღვაწეებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 აპრილი, 15:00 – 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია

Details

Date:
აპრილი 4, 2024
Time:
15:00
Event Categories:
,