Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჰარუტიუნ ხუდანიანის საჯარო მოხსენება „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“

ოქტომბერი 2 / 16:00 - 17:00

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰარუტიუნ ხუდანიანი წაიკითხავს მოხსენებას „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“.

მომხსენებელი უახლესი გენეტიკური კვლევების გათვალისწინებით წარმოადგენს შეხედულებებს სომეხი ხალხის წარმომავლობის შესახებ.  თანამედროვე სომხები არიან მატარებლები წარმომავლობის განსხვავებული, უწყვეტი ხაზისა, რომელიც ჩამოყალიბდა ანტიკურ ხანაში და შენარჩუნდა მთელი ისტორიის მანძილზე.

მომხსენებლის შესახებ

ჰარუტიუნ ხუდანიანი სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის დეპარტამენტის მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის აღმოსავლური და ძველი წყაროები, სომხურ-ქართული ურთიერთობები, სომეხი ხალხისა და რეგიონის ძველი ისტორია, განსაკუთრებით ურარტუს ისტორია და კულტურა. ის არაერთი პუბლიკაციის ავტორია, რომელთა შორისაა: “New Unpublished Materials from the Personal Funds of Georgian Prominent Urartologist Giorgi Melikishvili: G. Melikishvili and Armenology”, Scientia (თბილისი), No.2 (2021), “From the History of Armenian-Georgian Academic Relations: A Newly Discovered Letter by A. Kalantari from the Personal Fonds of L. Mushkelishvili”, Institute of Archaeology and Ethnography, 2022), “The Urartian Collection of the Georgian National Museum”, in: Museum and Globalization, Materials from the International Conference (2021).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

 

2025