Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში – დოქტორ მიხა ვერნერის სემინარი

აპრილი 8, 2024 / 10:00 - 11:00

8 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დოქტორი მიხა ვერნერი გამართავს სემინარს „გვალვის მართვა კლიმატის ცვლილების პირობებში”.

აკადემიური დოქტორი მიხა ვერნერი დელფტის წყლის განათლების ინსტიტუტის (IHE Delft) წყლის რესურსებისა და ეკოსისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევები და გამოცდილება ეხება ჰიდროლოგიური ცოდნის, მონაცემებისა და მოდელების გამოყენებას წყლის ოპერაციულ მენეჯმენტში ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე, გვალვებსა და წყალდიდობებზე, ასევე წყლის განაწილებასა და წყალსაცავის ექსპლუატაციაზე ფოკუსით. ამჟამად H2020 ევროპული მსხვილი კვლევითი პროექტის კოორდინატორი და მთავარი მკვლევარია, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნას სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით, კლიმატის ცვლილებასა და გვალვასთან ადაპტაციის მიზნით. ვერნერი  IHE Delft-ის წარმომადგენელია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გვალვის მართვის საერთაშორისო პროგრამაში (IDMP) და მუშაობს ნიდერლანდების მთავრობის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში მტკნარი წყლისა და გვალვის შესახებ.

სემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • შესავალი გვალვისა და წყლის დეფიციტის საკითხებში;
  • გვალვის რისკის პოლიტიკის სამი კომპონენტი: გვალვის მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილება; რისკის შეფასება და ადაპტაცია;
  • კლიმატის სერვისები გვალვის მართვისა და ადრეული გაფრთხილების მხარდასაჭერად;
  • საქართველოში მდინარე ალაზნისა და იორის აუზებში სერვისის მომხმარებლებთან ერთად კლიმატის სერვისების თანამონაწილეობრივი შექმნა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 აპრილი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.