
15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართება 2024 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია.
გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისთვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ.
კონკურსის ორგანიზებას ყოველწლიურად ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით.
ილიაუნის დახმარებით ითარგმნა და უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა პრემიის პირველი ლაურეატის, ფრანგი მწერლის, ჟან-ლუკ კოატალემის რომანი La part du fils „წილი და ხვედრი შთამომავლისა“. მთარგმნელს, გოჩა ჯავახიშვილს მიენიჭა გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის.
წლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდების არჩევანი არაერთხელ დაემთხვა გონკურის აკადემიის გადაწყვეტილებას:
Hervé Le Tellier – L’Anomalie,
Mohamed Mbougar Sarr – La plus secrète mémoire des hommes,
Jean-Baptiste Andrea – Veiller sur elle.
2022 წელს ქართველი ფრანკოფონების რჩეული გახდა ქლოე კორმანის რომანი Les presque sœurs „თითქმის დები“, რომლის ქართულ თარგმნაზე მუშაობენ მარიამ ღლონტი და გიორგი ქურდაძე.
მიმდინარე წელს არჩევანი უნდა გააკეთონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველებმა იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებიც გონკურის აკადემიამ კონკურსის მესამე ტურზე შეარჩია:
ღონისძიებას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო.
სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული
დრო: 15 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ლადო გუდიაშვილის ქ. N7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი
დასწრება თავისუფალია.
2025