14 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება 2023 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია.
გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ.
წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველები გააკეთებენ არჩევანს იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებიც გონკურის აკადემიამ კონკურსის მესამე ტურზე შეარჩია:
ყოველწლიურად კონკურსის ორგანიზებას ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით.
ფორმატი: ჰიბრიდული
Zoom Meeting: https://shorturl.at/BSLiK
სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული
დრო: 14 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.