Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია

ნოემბერი 27, 2014 / 13:12

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, გიორგი მაისურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას – „ზიგმუნდ ფროიდის ეგვიპტური ფანტაზია. ლიტერატურული ფიქცია, როგორც ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის მეთოდი“.

1936 წელს ზიგმუნდ ფროიდი პირადი წერილით გამოეხმაურა თომას მანის იმ დროს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ რომანს “იოსები და მისი ძმები”. წერილში ფროიდი თომას მანის რომანის ბიბლიური სიუჟეტის გასაოცარ ინტერპრეტაციას იძლევა. იმ პერიოდში ფროიდი მუშაობდა თავის უკანასკნელ წიგნზე – “კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია”, რომელიც მისი შემოქმედებითი ანდერძი უნდა გამხდარიყო. ფროიდის ეს ნაშრომიც ხშირად ლიტერატურულ ფიქციად მიიჩნევა. მოხსენების თემას სწორედ ფიქცია, როგორც ფროიდის ინტერპრეტაციული მეთოდი, წარმოადგენს.

დასწრება თავისუფალია.

ლექციის დრო: 3 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 27, 2014
Time:
13:12
Event Category:
Event Tags: