10-16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი დარგობრივი დასაქმების კვირეული ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით.
ღონისძიება ტარდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
დაგეგმილია მასტერკლასები და ინტერაქციული საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი შეხვედრები, სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, კონფერენცია, ჯანდაცვის დარგობრივი კარიერული ფორუმი, რომელზეც კომპანიები გაეცნობიან დასაქმების მაძიებლებს და შესთავაზებენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და დამსაქმებლებს საქართველოს მასშტაბით ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა ცოდნის გაზიარების, პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
კვირეულის ღონისძიებები:
დრო: 10-16 მარტი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1