საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, 14-15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს საქართველოში პირველ ონლაინ GameJam Iliauni-ს, რომელიც კომპიუტერული თამაშების განვითარებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აერთიანებს.
მონაწილეობის პირობები:
- მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
- სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/JNjNdM
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 23:59 საათი
თამაშის წესები:
- რეგისტრაციის დასრულებისთანავე, GameLab-ის ფეისბუქ-გვერდზე და GameJam Iliauni-ის ივენთის გვერდზე გამოცხადდება თემა, რის მიხედვითაც უნდა შეიქმნას თამაშის პროტოტიპები.
- GameJam Iliauni-ს წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები შეზღუდულ დროში (48 საათში) შექმნიან თამაშების პროტოტიპებს სხვადასხვა პლატფორმისათვის (Android, ios, Web, PC).
- მოთამაშეებმა თავიანთი ნამუშევრები უნდა ატვირთონ სერვერებზე (Dropbox, Google Drive, Wetransfer) და ბმულები სათაურით – iliauni Game Jam – გამოგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: gamelab@iliauni.edu.ge
- სავალდებულოა შემდეგი ფაილების გადმოგზავნა:
- მინიმუმ, 3 თამაშის screenshot;
- ios, android, web, PC სისტემებზე გაშვებადი (დაბილდული) თამაში;
- თამაშის სამუშაო ფაილი (Project file Zip ფორმატში), რომლის კონფიდენციალურობაც დაცული იქნება;
- Gameplay-ს 1-წუთიანი ვიდეორგოლი;
- თამაშის მოკლე ტექსტური აღწერა.
გამარჯვებულთა გამოვლენა და პრიზები:
გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური (IGDA Georgia) 20 ნოემბერს. პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს მასტერკლასს ჩაუტარებს Stormbringerstudios.
შენიშვნა 1: კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის გუნდები, რომლებიც 13 ნოემბრის 23:59 საათამდე მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას.
შენიშვნა 2: გუნდი, რომელიც 15 ნოემბრის 23:59 საათამდე ვერ მოასწრებს ზემოთ მოცემული ფაილების ატვირთვას, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
შენიშვნა 3: თამაში, რომელიც კონკურსამდე იყო შექმნილი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
557 708 807 მიხეილ ბერიანიძე
[wpai_display_imported_files_here]
