Loading Events

« All Events

  • This event has passed.

FORBES-ის და ”ბიზნეს რევიუს” ერთობლივი ინიციატივა

ივლისი 9, 2012 / 16:33

ამა წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) გაიმართება „ილიუნი ბიზნეს რევიუსა“ და ჟურნალ „ფორბსის“ ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს შეეხება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების ანალიზის საფუძველზე უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში”საქართველოს ტურისტული რეალობა და პერსპექტივა”, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ჟურნალ ”ფორბსში”.

პრეზენტაციაზე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესახებ მოხსენებას წაიკითხავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 9, 2012
Time:
16:33
Event Category:
Event Tags: