
13 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სემინარი „ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში“.
მოხსენებას წაიკითხავს ERASMUS+ პროგრამით მოწვეული სოფიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული ბაზრები და მომსახურება” დირექტორი ათანას გეორგიევი.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
შეხვედრას აწყობს ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი.
მოწვეული არიან სტუდენტები, მკვლევრები, ენერგეტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები.
დღის წესრიგი

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 13 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი
[wpai_display_imported_files_here]