Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ერთობლივი შვეიცარიულ-ქართული პროექტი ”ნერგი”

დეკემბერი 2, 2011 / 14:27

3 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 – ე აუდიტორია, გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება ერთობლივი შვეიცარიულ-ქართულ პროექტ ”ნერგის” პრეზენტაცია. ტრავმატიზირებულ ბავშვებთან და მოზარდებთან ერთობლივი მუშაობის ქართული და შვეიცარიული გამოცდილების გაცნობა – ეს არის აღნიშნული პროექტის მიზანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პირდაპირი ჩართვით მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. მითოდრამის ქართული ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად მუშაობს. ჩატარებულია სესიათა ციკლი ბავშვთა და მოზარდთა 30 ჯგუფთან. პროექტ ,,ნერგის” ინიციატივით 2011 წლის 27-28 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”კრიზისში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა დახმარება”, რომელშიც ჩვენი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორები, დოქტორანტები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 2, 2011
Time:
14:27
Event Category:
Event Tags: