15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, კუალა-ლუმპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (მალაიზია) ისლამური მეცნიერებისა და ცივილიზაციის კვლევის ცენტრის პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში: მალაური სამყარო, მისი ისტორია და კულტურა“.
ანოტაცია
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მალაური სამყაროს ჩათვლით, ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. უძველესი დროიდან ცნობილი რეგიონი ნახსენებია სხვადასხვა ისტორიულ წყაროში.
მალაის არქიპელაგის ისტორიულ განვითარებაში ფუძემდებლური როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ორ უმთავრეს საზღვაო გზის გადაკვეთაზე მდებარე არქიპელაგი ინდოეთისა და ჩინეთის დიდ ბაზრებთან ყოველწლიური მუსონური ქარების სისტემებით იყო დაკავშირებული.
მალაის არქიპელაგის ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი მდიდარი ბუნებრივი და მინერალური რესურსები, რაც ქმნიდა გასაყიდი თუ გასაცვლელი პროდუქტების მრავალფეროვნებას.
რეგიონის მთავარი მახასიათებელია მისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ხასიათი. მას დიდი ხნის წინ ეწოდა ღია სამყარო. „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გახდა ამ ცივილიზაციის მთავარი პრინციპი და მამოძრავებელი ძალა. მთავარი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე მსოფლიო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი, მალაური სამყარო, იქცა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის – ინდურის, ჩინურის, მუსლიმურის, ევროპულისა და მალაურის – შერწყმის ადგილად.
რეგიონის ღიაობა და მრავალფეროვნება ასახულია მალაელთა ისტორიასა და წერილობით მემკვიდრეობაში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 15 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.