
27 თებერვალს, შაბათს, 19.00 საათზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს ვიწვევთ „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“) საინფორმაციო შეხვედრაზე.
დამსწრეთ გავაცნობთ სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
შეხვედრა ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრის ბმული:
Meeting ID: 876 9554 0735
Passcode: 897539
„Science on Stage“-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ:
https://salis.iliauni.edu.ge/science-on-stage-saqarthvelo/
https://www.science-on-stage.eu/
[wpai_display_imported_files_here]