
20 მარტს, შაბათს, 19.00 საათზე, გაიმართება „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“) მეორე საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ვიწვევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს. გაგაცნობთ სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები საფესტივალო პროექტებისა და ფესტივალის ორგანიზაციული საკითხების შესახებ.
ფესტივალის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
შეხვედრა ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრის ბმული: http://bit.ly/30QmucH
[wpai_display_imported_files_here]