მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაციის წევრის, „მენტორის“ მიერ მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას, რაც სტუდენტს დაეხმარება პროფესიისადმი სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, განვითარების პერსონალური გეგმის შემუშავებასა და მომავალი კარიერისთვის უკეთესად მომზადებაში.
მენტორები შეირჩევიან EPAG-ის წევრებიდან საქმიანობის სფეროს მიხედვით და პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტების სპეციალიზაციის გათვალისწინებით. სტუდენტები შეირჩევიან EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კერძოდ მენტორობის პროგრამის კონკრეტული ნაკადის მონაწილე უნივერსიტეტებიდან.
EPAG-ი უზრუნველყოფს, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს ჰქონდეთ პროგრამაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.
სტუდენტები შეძლებენ:
მენტორებისა და სტუდენტების წყვილების ჩამოყალიბება
შერჩეული მენტორები და დაინტერესებული სტუდენტები ავსებენ შესაბამის კითხვარებს.
კითხვარში მენტორები უთითებენ ინფორმაციას საკუთარი თავისა (კარიერა, მიმდინარე საქმიანობა, პროფესიული და პერსონალური ინტერესები) და იმ წვლილის შესახებ, რასაც პროგრამისთვის გასწევენ (რა ცოდნა და გამოცდილება შეუძლიათ შესთავაზონ პროექტს/სტუდენტს).
სტუდენტები კითხვარში მიუთითებენ თავიანთი პროფესიული ინტერესებისა და პროგრამის მიმართ არსებული მოლოდინის შესახებ.
მენტორების მიერ მოწოდებული მოკლე ბიოგრაფიები განთავსდება შესაბამის ონლაინპლატფორმაზე, სადაც სტუდენტები შეძლებენ სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით,იმ მენტორის არჩევას, რომელთანაც სურთ მუშაობა. მას შემდეგ, რაც სტუდენტები აირჩევენ კონკრეტულ მენტორს/მენტორებს, ამ სტუდენტთა მონაცემები, სააპლიკაციო ფორმები გაეგზავნებათ მენტორებს, რათა უკვე თავად შეარჩიონ სტუდენტები (იმ სტუდენტებიდან, რომლებმაც მენტორად ეს კონკრეტული მენტორი აირჩიეს), რომლებთანაც სურთ მუშაობა. აღნიშნული გულისხმობს, რომ მენტორები და სტუდენტები დაწყვილდებიან ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში. მათი თანამშრომლობა იქნება სრულიად ნებაყოფლობითი. მენტორებისა და სტუდენტთა წყვილების შექმნაში უნივერსიტეტი არ მონაწილეობს. ასოციაცია იტოვებს უფლებამოსილებას, გაანაწილოს/დააწყვილოს მენტორ-სტუდენტთა ჯგუფები თავად საჭიროების შემთხვევაში, თუმცა, საბოლოოდ, მნიშვნელოვანია როგორც მენტორის, ასევე სტუდენტის თანხმობა.
პროგრამის მონაწილეების ვალდებულებები
სტუდენტი არ უნდა ელოდოს, რომ
დრო: 28 ნოემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი