Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირება საქართველოში

ივლისი 2, 2014 / 10:42

4 ივლისს, პარასკევს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი კვლევით ცენტრთან – ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) – ერთად გიწვევთ ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგ სემინარზე ”ენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზირება საქართველოში”.

სემინარზე განხილული იქნება ელექტროენერგიის მოთხოვნის შეფასების სხვადასხვა მეთოდი, WEG-ის მიერ შექმნილი მოდელის შედეგები 2015-2030 წლებისთვის, MARKAL/Georgia მოდელის მეთოდოლოგიური საფუძვლები და ენერგიაზე (ელექტროენერგია, გაზი) მოთხოვნის წინასწარი პროექციები 2015-2036 წლებისთვის.

ენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზის გაკეთება მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების შეფასებისათვის, სექტორის განვითარებისთვის, მათ შორის ჰიდროსადგურების მშენებლობის, ეკონომიკური და ენერგეტიკულისტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის.

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 2, 2014
Time:
10:42
Event Category:
Event Tags: