
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლობით ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი ედით სეპი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“.
ედით სეპი ისაუბრებს ესტონური კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე, გაიხსენებს ყველაზე მნიშვნელოვან სახელებს, აჩვენებს ნაწყვეტებს ცნობილი ფილმებიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
ედით სეპი კინოინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან მუშაობდა რეჟისორად, რეჟისორის ასისტენტად და პროდიუსერად. 2013 წლიდან დღემდე ესტონეთის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ესტონეთის წარმომადგენელია Eurimages-ში, ასევე ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და Creative Europe-ს კულტურული საბჭოს წევრი. 2020 წლიდან დღემდე არის ევროპის კინოს აკადემიის წევრი. მისი პროფესიული ამოცანებია: ესტონური კინოს პოპულარიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება, საერთაშორისო კინოინსტიტუტების სტრატეგიული განვითარება და მენეჯმენტი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 7 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2025