
9 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნისა და კომპანია „ჰედვაისის“ ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა დრამათერაპიის საერთაშორისო სპეციალისტთან, რატერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორთან, ალექსანდრ ჩერომუხინთან.
ალექსანდრ ჩერომუხინი ისაუბრებს დრამათერაპიის მეთოდოლოგიის შესახებ – „სახეთა თეატრი“. აღნიშნულ მეთოდოლოგიას იგი დაეუფლა თავად მეთოდის ავტორთან, აუგუსტო ბოალთან, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ნიუ-იორკის თეატრალურ ლაბორატორიაში.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება თანამედროვე ჯგუფური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფორმა – აუგუსტო ბოალის ინტერაქციური მეთოდები, მისი მეთოდოლოგიის გამოყენების არეალები და ეფექტურობა სხვადასხვა პრობლემასთან მიმართებაში.
დრო: 9 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]