6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის პროგრამის დოქტორანტი ვასილ მეტრეველი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი;
გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლგერ კრეფტი.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 6 ოქტომბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025