Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დოქტორანტ ლუკას გრუნდსფელდის საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“

ოქტომბერი 10 / 18:00 - 19:00

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი ლუკას გრუნდსფელდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შოკი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები ამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანია, 2022 წლის 24 თებერვალს ბევრი მკვლევარი ისევე მოუმზადებელი აღმოჩნდა, როგორც ბევრი პოლიტიკოსი.

ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში მიმდინარე დებატებზე, რადგან ზოგიერთი პერსპექტივა თვლიდა, რომ მათი პროგნოზები გამართლდა, ხოლო სხვებს განვითარებულ მოვლენებზე ძალიან ცოტა ჰქონდათ სათქმელი. ამავე დროს, კვლავ აქტუალობა შეიძინა საერთაშორისო ურთიერთობებში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების საკითხებმა. ამ და სხვა საკითხების გათვალისწინებით ლექციის მიზანია შეაფასოს, თუ რა დასკვნების გამოტანა შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის საკვანძო დებატებისთვის.

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტის, ლუკას გრუნდსფელდის კვლევები ფოკუსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების ირგვლივ არსებულ დაპირისპირებებზე, რთულ ინსტიტუციურ კონტექსტში გლობალურ მმართველობასა და საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციებზე, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე და გლობალურ სამხრეთში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემებში: “International Theory”, “Global Studies Quarterly”, “German Political Science Quarterly” და “Bristol University Press”.

ლექციას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი გიორგი გვალია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 10 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი №32

დასწრება თავისუფალია.

2025

 

Details

Date:
ოქტომბერი 10
Time:
18:00 - 19:00
Event Category: