15 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტ ლევან ნინუას სადოქტორო ნაშრომის „პონტო-კასპიური კალმახის ეკოლოგია, პოპულაციური გენეტიკა, ევოლუცია და ტაქსონომია“ (Ecology, population genetics, evolution and taxonomy of Ponto-Caspian trout)“ დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნათია კოპალიანი და დავით თარხნიშვილი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 15 ივლისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.