16 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტ გიორგი ეპიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „საქართველოს მტკნარი წყლის თევზების ტაქსონომიური რევიზია და სახეობათა მოწყვლადობის შეფასება“ (Taxonomic revision of freshwater fishes of Georgia and the assessment of species vulnerability) დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ბელა ჯაფოშვილი და ლევან მუმლაძე
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 16 ივლისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025