24 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24 იანვარი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.