Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება ილიაუნის სამართლის სკოლაში

იანვარი 18, 2016 / 19:00

18 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამართლის სკოლა ფილმის ჩვენებას და დისკუსიას მასპინძლობს.

ნაჩვენები იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დოკუმენტური ფილმი „2014“ – მოკლული ქალების ხმა, მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ”, რომელიც გადაღებულია პროექტის -“საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” – ფარგლებში.

ფილმი გადაიღო “StudioMobile – Accent on Action-მა („სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე”), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენების დასრულების შემდეგ, მოეწყობა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ირაკლი ფორჩხიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, და ფილმის რეჟისორი, ლიანა ჯაყელი.

დრო: 18 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია (კურსზე – “გენდერი და ადამიანის უფლებები” – დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის სავალდებულოა).

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 18, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: