Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„დაბოლება“ – ნიკ შეფის წიგნის პრეზენტაცია

ოქტომბერი 7, 2024 / 19:00 - 20:00

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გამომცემლობა „სიესტა“ გიწვევთ ამერიკელი ავტორის, ნიკ შეფის წიგნის – „დაბოლება“ – ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციას უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი.

წიგნი ავტობიოგრაფიულია. ავტორი 11 წლის იყო, როცა პირველად დათვრა, შემდგომ წლებში ამას მოჰყვა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება, რის გამოც ახალგაზრდას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები შეექმნა და დაავადება − წამალდამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

ნიკ შეფი მოგონებებში შეულამაზებლად, ზოგჯერ თავზარდამცემად გულახდილად, გვიამბობს  წამალდამოკიდებულებაზე და მასთან ბრძოლაზე, გამოფხიზლებასა და რეციდივებზე, საკუთარ თავთან უმძიმეს ჭიდილსა და იმ ხალხზე, ვინც გაჯანსაღების გზაზე ეხმარებოდა.

წიგნი ქართულად თარგმნა ლელა კოდალაშვილმა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 7 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ოქტომბერი 7, 2024
Time:
19:00 - 20:00
Event Category: