15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი დიონისე მურელატოსი (ათენი, საბერძნეთი) ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ბიზანტიური ძეგლების მენეჯმენტი თანამედროვე საბერძნეთში (XIX-XX სს.)“.
საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქტუალური გახდა „ეროვნული უწყვეტობის“ საკითხი, რომელსაც სხვადასხვაგვარად განიხილავდნენ. ათენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა კ. პაპარიგოპულოსმა XIX საუკუნის შუა ხანებში პირველად ჩამოაყალიბა იდეები ახალგაზრდა სახელმწიფოს იდენტობის შესახებ. მან ეროვნული ისტორიის უწყვეტობის სამმაგი სქემა შეიმუშავა (ანტიკური, ბიზანტია და თანამედროვე საბერძნეთი). ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ჩართვა „ნაციონალურ“ ნარატივში საჭიროდ მიიჩნიეს. ბიზანტიური ხელოვნების შესწავლა და მისი ჩართვა ეროვნული წარსულის აღქმაში არსებითი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. 1919-1922 წლებში მცირე აზიაში საბერძნეთ-თურქეთის ომის შემდეგ შენარჩუნებული იყო ისტორიის ტრადიციული აღქმა. ომის შემდგომ სამყაროში, ცივი ომის დროს, ბიზანტიის აღქმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ახალ ველად იქცა.
ფორმატი: ონლაინ
Join Zoom Meeting
Meeting ID: 861 9126 4222
Passcode: 688611
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 15 ოქტომბერს, 19:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
2024