
ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხსენებებს წაიკითხავს თანამედროვე ავსტრიელი ფილოსოფოსი, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, პეტერ კამპიტსი.
1 დეკემბერს, 17.30 საათზე, პროფ. კამპიტსი წარმოადგენს თავის სამეცნიერო ნაშრომს ლუდვიგ ვიტგენშტაინის შესახებ.
2 დეკემბერს, 16.00 საათზე, პროფ. კამპიტსი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ვიტგენშტაინი და მისი გავლენა ავსტრიულ ლიტერატურაზე“.
მოხსენებები გაიმართება გერმანულ ენაზე, თარგმანის გარეშე.
დასწრება თავისუფალია.
მის.: ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკა, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H-104.
[wpai_display_imported_files_here]