Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად

თებერვალი 1, 2012 / 16:31

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, რომელსაც უკვე წელიწად-ნახევარია ახორციელებს განათლების სამინისტრო, აცხადებს მონაწილეთა მიღებას ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში.

პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. მათ, ვისაც ექნება ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში და ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს რეგიონის საჯარო სკოლაში პროგრამის ფარგლებში, დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლა.

შერჩეული მონაწილეები სკოლაში მუშაობის განმავლობაში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.

პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 2 თებერვალს, 12.00 საათზე, ა კორპუსის 101 აუდიტორიაში (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32).

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
თებერვალი 1, 2012
Time:
16:31
Event Category:
Event Tags: