Loading Events

« All Events

  • This event has passed.

”არქეოლოგიური გათხრები სამთავროს სამაროვანზე”

ივნისი 17, 2011 / 16:12

21 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32) გაიმართება ანტონიო (ტონი) საგონას საჯარო ლექცია თემაზე: “ხიდი ორ კონტინენტს შორის: არქეოლოგიური გათხრები სამთავროს სამაროვანზე”.

ლექციაზე განხილული იქნება შიდა ქართლის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის – სამთავროს სამაროვნის განახლებული (2008-2010)  არქეოლოგიური გათხრები, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ეგიდით განხორციელდა.

ანტონიო საგონა არის მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი არქეოლოგიის დარგში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს უძველეს თურქეთს და კავკასიას. იგი არის ავსტრალიის ჰუმანიტარული აკადემიის და ლონდონის სიძველეთა საზოგადოების წევრი. მისი ბოლო წიგნი პოლ ზიმანსკისთან თანაავტორობით არის ”უძველესი თურქეთი, დაზვერვები ადრეული ნამოსახლარების პერიოდიდან რკინის ხანის დასასრულამდე”.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 17, 2011
Time:
16:12
Event Category:
Event Tags: