Loading Events

« All Events

  • This event has passed.

არი როლანდის ჯაზ-კვარტეტის ვორქშოფი ილიაუნიში

ნოემბერი 21, 2012 / 10:15

28 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან ვორქშოფს გამართავს ცნობილი არი როლანდის ჯაზ-კვარტეტი ნიუ-იორკიდან.

კვარტეტის მუსიკა შთაგონებულია ჯაზის უდიდესი ოსტატების – ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონისა და დიზი გილესპის მიერ, ხოლო დაკვრა კვარტეტის წევრებმა ნიუ-იორკის ჯაზის ცოცხალი ლეგენდებიდან ისწავლეს. კვარტეტის რეპერტუარში შედის როგორც სიმღერები ჯაზის ოქროს ხანიდან (1930-50 წწ), ისე საკუთარი კომპოზიციები, რომლებმაც საერთაშორისო ჯაზ-პრესის საყოველთაო აღიარება მოიპოვეს.

გარდა მეტად დატვირთული საკონცერტო ცხოვრებისა, ისინი ხელმძღვანელობენ ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს, რომელთაც ერთად მოჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსები. როგორც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურულ წარმომადგენლებს, კვარტეტს 88 ტური აქვს ჩატარებული მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

ვორქშოფი წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ტარდება (14.00-17.00). დასწრება მოწვევით

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 21, 2012
Time:
10:15
Event Category:
Event Tags: