
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS გახსნის ღონისძიებაზე.
პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106-ე აუდიტორიაში (ყოფილი „ენციკლოპედიის“ შენობა, გ. წერეთლის 2).
ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.alrakis.eu.
[wpai_display_imported_files_here]