Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ახალი სადოქტორო პროგრამა ილიაუნიში

ივნისი 16, 2011 / 16:45

20 ივნისს, 17.00 საათზე, 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი წარმოგიდგენთ სადოქტორო პროგრამას – ”მედიცინის სადოქტორო პროგრამა”. პროგრამა ოთხი მიმართულებისგან შედგება: 1) ”ეფედრონული” ენცეპალოპათია-მანგანუმური პარკინსონიზმი, მისი სამედიცინო და სოციალური ასპექტები; 2) ღეროვანი უჯრედებისა და ოსტეოპლასტიკური მასალების კომბინირებული გამოყენება, ყბა-სახის ტრავმული დაზიანების დროს; 3) თავისა და სახის მიდამოს ტკივილი და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხსა და შემეცნებით შფოთვით აშლილობაზე; 4) პირის ღრუს ანთებითი დაავადებების მკურნალობა ძვლის ტვინის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებით.

პროგრამის მიზნია საერთო ინტეგრირებული სადოქტორო პროგრამის შემუშავება, პრობლემებზე და კვლევებზე დაფუძნებული სწავლებისა და  განათლების ხელშეწყობა და კლინიკური უნარ-ჩვევების გაღრმავება.

დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ კურსამთავრებულს ექნება მის მიერ არჩეული მიმართულების დარგში უახლესი და ღრმა ცოდნა, ასევე შესძლებს შესაბამის სფეროში პედაგოგიურ მოღვაწეობას.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 16, 2011
Time:
16:45
Event Category:
Event Tags: