4 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ.
შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, ჩარიცხვის პროცედურებზე, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე.
პრესტიჟული უნივერსიტეტის, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ.
სამუშაო ენები: ფრანგული, ქართული
დრო: 4 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.