Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია, GREVIO-ს მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“

იანვარი 31 / 15:00 - 20:00

31 იანვარს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკების სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია, GREVIO-ის მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“.

მას გაუძღვებიან ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები რინე ხერხეულიძე, გოგა ხატიაშვილი და ლიკა ჯალაღანია.

ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას შშმ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული ძალადობის პრევენციის საკითხებზე სამართლებრივი ცნობიერების გასაღრმავებლად.

დღის წესრიგი:

  • 15:00 – 17:00 | სტამბოლის კონვენციის მიმოხილვა: მიზნები, ძირითადი პრინციპები და სახელმწიფოს ვალდებულებები
  • 17:00 – 17:30 | სადილი
  • 17:30 – 18:30 | GREVIO-ის მანდატი და პროცედურები: მონიტორინგის ციკლი, ანგარიშგების მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოების როლი
  • 18:30 – 19:45 | შშმ ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, სპეციფიკური ბარიერები და სტერეოტიპები; სექსუალური ძალადობის დეფინიცია და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების პროცესში
  • 19:45 – 20:00 | ტრენინგის შეჯამება, კითხვა-პასუხი და სერტიფიკატების გადაცემა

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
იანვარი 31
Time:
15:00 - 20:00
Event Categories:
,