Loading Events

« All Events

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული გაიმართება

იანვარი 26 - თებერვალი 10

26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს.

სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე.

კოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების, ისე  დამსწრე დარგობრივი და მომიჯნავე დისციპლინების პროფესორების, მკვლევრების, სტუდენტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.

დეტალური ინფორმაცია კოლოკვიუმების განრიგის, მომხსენებლების, თემების, ზუსტი თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

Details

Start:
იანვარი 26
End:
თებერვალი 10
Event Categories:
,