Loading Events

« All Events

მზექალა შანიძის ახალი წიგნის „ზანდუკელის საქმე: აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა

თებერვალი 2 / 19:00 - 21:00

1942 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა პროფესორი მიხეილ ზანდუკელი, რომელსაც ბრალი დასდეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობაში. მის საქმეში ეწერა, რომ ზანდუკელი ლექციებით ხელს უწყობდა სტუდენტების ნაციონალისტურ აღზრდას.

ზანდუკელის დაპატიმრებას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო პროფესორის აკადემიური საქმიანობის დისკრედიტაცია. პრესაში გამოქვეყნდა წერილები მიხეილ ზანდუკელის პლაგიატორობისა და ანტიმარქსისტობის ბრალდებით.

1943 წელს მიხეილ ზანდუკელი გადაასახლეს.

წიგნი ასახავს, როგორ მზადდებოდა ნიადაგი უნივერსიტეტის პროფესორის დასაპატიმრებლად.

მზექალა შანიძის წინასიტყვაობიდან: „პირველად ქვეყნდება ის საარქივო მასალა, რომელიც გარეგნულად პროფესორთა შორის მომხდარ ერთ აკადემიურ დავას შეეხება, ნამდვილად კი ნაწილი არის უფრო დიდი და მძიმე ამბისა“.

წიგნი გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ და დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში. რედაქტორები: ნინო დობორჯგინიძე, შოთა პაპავა

წიგნს წარადგენენ მზექალა შანიძე და ნინო დობორჯგინიძე.

პანელური დისკუსია „ზანდუკელის საქმის“ შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იმსჯელებენ წიგნის შესახებ. შეეცდებიან, გაარკვიონ, რას ‘ეუბნება’ „ზანდუკელის საქმე“ თანამედროვე სტუდენტს. ყურადღებას გაამახვილებენ, რამდენად შეცვლილია ლიტერატურათმცოდნეობის, როგორც დარგის, სოციალური დანიშნულება დღეს (საბჭოთა ხანისგან განსხვავებით), რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევაში აკადემიური სტანდარტების დაცვა  და რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის აკადემიური თავისუფლება.

ფორმატი: ჰიბრიდული

ონლაინ დასასწრებად გთხოვთ, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1

Meeting ID: 817 2960 8519
Passcode: 933426

დრო: 2 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
თებერვალი 2
Time:
19:00 - 21:00
Event Category: