
შეხვედრა ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისთვის, კრიტიკული მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის – გარემოს, სადაც კითხვა, კვლევა და განსხვავებული შეხედულებები ფასდება და წახალისებულია.
ონლაინლექციაზე განხილული იქნება, როგორ ყალიბდებოდა უნივერსიტეტი, როგორც ცოდნისა და ინოვაციის ცენტრი, ასი წლის წინანდელ საქართველოში; რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს აკადემიური სფერო და რატომ არის აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი.
ღია დიალოგის ნაწილი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები და საკუთარი ხედვები გაუზიარონ ერთმანეთს.
ფორმატი: ჰიბრიდული
ონლაინ დასასწრებად გთხოვთ, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1
Meeting ID: 817 2960 8519
Passcode: 933426
დრო: 30 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.