
24 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თეოლოგიურ- საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემა ქრისტიანობა და ეკლესიის სოციალური პასუხიმგებლობის თეოლოგიაა.
ჟურნალს წარადგენენ გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გრძელიძე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა მინდიაშვილი.
პრეზენტაციაზე მოსული მკითხველი უფასოდ მიიღებს ჟურნალს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.