
24 იანვარს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება WordPress Tbilisi Meetup-ის მესამე შეხვედრა.
ღონისძიებათა ციკლის მიზანია WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება საქართველოში.
თემები და სპიკერები:
პროფესიონალური WordPress საიტების შექმნა
Multigura-ს დამფუძნებელი და CEO გურამ სუთიძე განიხილავს multigura.com-ის არქიტექტურას, გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და პლაგინებს.
Elementor vs Gutenberg – სად ვართ 2026-ში?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი დიმიტრი გოგელია ისაუბრებს Elementor-ისა და Gutenberg-ის დადებით და უარყოფით მხარეებზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
დიზაინისა და ტექნოლოგიის ჰარმონიული შერწყმა
Webintelligence-ის Design Lead სალომე საყვარელიძე Hyundai.ge-ს რეალურ მაგალითზე წარმოადგენს, როგორ არის შესაძლებელი დიზაინისა და ტექნოლოგიის ჰარმონიული შერწყმა Enterprise დონის გადაწყვეტაში WordPress-ზე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: meetup@wp.ge
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24 იანვარი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32