Loading Events

« All Events

  • This event has passed.

2012 თეატრალური წელი

იანვარი 8, 2013 / 11:19

11 იანვარს, 14:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის 32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას, სადაც გამოაქვეყნებს კვლევის „2012 თეატრალური წელი“ სტატისტიკური კვლევის შედეგებს. კვლევა ეყრდნობა საქართველოში მოქმედ 30-ზე მეტი თეატრის (სახელმწიფო, დამოუკიდებელი, რეგიონალური) 2012 წლის მონაცემებს.

პრესკონფერენციაზე გამოვლინდება ის თეატრები, რომლებმაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი სპექტაკლი დადგა, ასევე დასახელდება ის რეჟისორები, რომლებმაც ყველაზე მეტი დადგმა განახორციელეს და ის მსახიობები (ქალი, მამაკაცი), რომლებმაც 2012 წელს ყველაზე მეტი ახალი როლი შექმნეს. ასევე თანამედროვე ქართველი დრამატურგი, რომლის ყველაზე მეტი პიესა სწორედ გასულ წელს დაიდგა. კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ავლენს სპექტაკლების და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 8, 2013
Time:
11:19
Event Category:
Event Tags: