
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიაუნის T კორპუსის ეზოში, სადაც დაგხვდებათ საახალწლოდ მორთული ეზო, ცხელი სასმელები, ტკბილეული, ფოტოს გადასაღები სივრცეები, ილიაუნის სტუდენტური კაპელის საახალწლო კონცერტი.
ილიაუნის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოება“ წარმოგიდგენთ ილიას თვის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს.
შესაძლებლობა გექნებათ გაწევრიანდეთ საინიციატივო ჯგუფში და მთელი წლის განმავლობაში ჩაერთოთ პროექტებში ან თავად წარმოადგინოთ ილიას თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა იდეა და ინიციატივა.
პროგრამა
გილოცავთ ახალ წელს და გელით ილიაუნის ეზოში!