
18 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია.
წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“.
პრეზენტაცია გაიმართება ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის პროექტის „ილიას ხუთშაბათობა“ ფარგლებში.
წიგნის შესახებ
ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების – პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის – შექმნისა და მუშაობის ისტორიას.
წიგნი აღწერს, როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.
ავტორი წარმოაჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, როგორც მოძრაობას, რომლის რიგებში სხვადასხვა წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობისა და შეხედულების ადამიანები საერთო მიზნისთვის ერთიანდებოდნენ.
დრო: 18 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.